Sliderსაზოგადოება

„ვამზადებთ შენობას, სადაც 2000 კაცამდე შეიძლება დაეტიოს, სკამებსაც ვუმზადებთ“

დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებით, აღდგომის ღამისთვის შენობას ამზადებენ, სადაც 2000-მდე ადამიანი დაეტევა.

მისი თქმით, შეეცდებიან, რომ დისტანცია დაიცვან.

„ჩვენ აღდგომა დღეს, ღვთის მადლით, ვაპირებთ დისტანციების დაცვას, ვამზადებთ ახლა შენობას, სადაც 2000 კაცამდე შეიძლება დაეტიოს, სკამებსაც ვუმზადებთ ადამიანებს, მთლიანად ვახმოვანებთ ამ ტერიტორიას, რომ ადამიანებისთვის მარტივი იყოს ტაძარში მოსვლა. ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია, მთელი ღამის განმავლობაში მოუწევთ აქ ადამიანებს ყოფნა. ადგილებსაც ვნიშნავთ, რომ ადამიანები დისტანციურად იდგნენ ერთმანეთთან. პირადად ვთხოვდი მთავრობის წევრებს, ამ ღამეს დაგვეხმარონ დისტანცირების დაცვაში.

ადამიანი, რომელიც კანონს არღვევს, ბუნებრივია, ის დაჯარიმდება, ამიტომ ითქვა, რომ 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე არის კომენდანტის საათი, ამ დროს ალბათ ქუჩაში არავინ უნდა იყოს. არ შეიძლება ამ დროს ადამიანი ქუჩაში იყოს და ეს კანონი დაარღვიოს”, – განაცხადა დეკანოზმა „რუსთავი 2“-თან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close