მსოფლიო

საქართველო ძალიან ახლოსაა ჩემს გულთან – იოჰანეს ჰანი

არსებობს მტკიცე ერთგულება საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი, როგორც ჩანს, მათ საშინაო დავალება შეასრულეს, ახლა ეს უნდა შევაფასოთ და ევროკავშირის საბჭომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას

არსებობს მტკიცე ერთგულება საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი, როგორც ჩანს, მათ საშინაო დავალება შეასრულეს, ახლა ეს უნდა შევაფასოთ და ევროკავშირის საბჭომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას, საქართველო ძალიან ახლოსაა ჩემს გულთან, – ამის შესახებ ბიუჯეტის და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა განაცხადა.

„მე ვერ ვისაუბრებ ევროკომისიის შეხედულების შედეგზე, მაგრამ როგორც ვიცი, დღეს იყო შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან და ვიცი, რომ საქართველომ წარადგინა 3 000 გვერდი ინფორმაციის. როგორც ჩანს, მათ საშინაო დავალება შეასრულეს. ახლა ჩვენ ეს უნდა შევაფასოთ და ევროკავშირის საბჭომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას. საქართველო ძალიან ახლოსაა ჩემს გულთან. მე ვარ ინიციატორი თბილისში ევროპული სკოლის გახსნის. მადლიერი ვარ, რომ ის დღემდე ფუნქციონირებს და როგორც ვიცი, ამ სკოლის საბოლოო ადგილის მოწყობა ამ დრომდე გრძელდება. ეს სკოლა ჩემი შვილივითაა. რაც შეეხება საქართველოს შეფასებას, მე არ ვარ საქმის დეტალებში ჩახედული, სამწუხაროდ ვერ გიპასუხებთ, თუმცა არსებობს მტკიცე ერთგულება საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი“,- განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close