სხვადასხვა

იაპონელმა კაცმა ოცნება აისრულა და ძაღლად “გადაიქცა”

Toko დაუკავშირდა კომპანია Zeppets-ს, რომელიც კინოსა და ტელევიზიისთვის კოსტიუმებს ამზადებს. სულ რაღაც 40 დღეში და 2 მილიონ იენად (15 700 აშშ დოლარი) მათ მას მაქსიმალურად რეალისტური ბორდერ-კოლის კოსტიუმი დაუმზადეს. კაცი მას იცვამს, ფეხებსა და ხელებზე დადის და თავისი „ძაღლური ცხოვრების“ ამსახველ ვიდეოებს Youtube-ზე აქვეყნებს.

იაპონიაში კაცმა, რომელიც ცხოველად გადაქცევაზე ოცნებობდა, თავის მიზანს მიაღწია. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კაცი, რომელიც სოციალურ ქსელებში ცნობილია როგორც Toko, დაუკავშირდა კომპანია Zeppets-ს, რომელიც კინოსა და ტელევიზიისთვის კოსტიუმებს ამზადებს. სულ რაღაც 40 დღეში და 2 მილიონ იენად (15 700 აშშ დოლარი) მათ მას მაქსიმალურად რეალისტური ბორდერ-კოლის კოსტიუმი დაუმზადეს. კაცი მას იცვამს, ფეხებსა და ხელებზე დადის და თავისი „ძაღლური ცხოვრების“ ამსახველ ვიდეოებს Youtube-ზე აქვეყნებს. არხის აღწერაში წერია: „მინდოდა ცხოველი გავმხდარიყავი და კოლი გავხდი“.

Toko განმარტავს რატომ აირჩია სწორედ ეს ჯიში: „იმიტომ რომ რეალურად გამოიყურება, როდესაც ვიცვამ. ვიფიქრე, რომ დიდი ცხოველი, რომელიც ჩემს ზომასთან ახლოსაა უფრო რეალისტური იქნება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close