საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო Astrazeneca-ს ვაქცინით აიცრა

საქართველოს პრეზიდენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. AstraZeneca-ს პრეპარატის პირველი დოზის მიღების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ პანდემიით შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად საზოგადოებამ ვაქცინა უნდა გამოიყენოს.

„დღეს ურიგოდ ჩავიტარე აცრა, რამეთუ არც პრეზიდენტს ეკუთვნის და არც იმ ჯგუფში ვარ, რომელსაც ურიგოდ ეკუთვნის. ჯერ ექიმების, ექთნების და იმ მედპერსონალის რიგია, რომლებმაც ეს თვეები მძიმედ გაიარეს და ნამდვილად საჭიროა, რომ აიცრან, რომ გადამდებები არ იყვნენ და დაცულები იყვნენ, რამეთუ მათზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.

მაგრამ მერე დადგება შემდეგი ჯგუფების რიგიც და თუ გვინდა, რომ იმ მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რაც მთელს მსოფლიოში კოვიდ-პანდემიას მოჰყვა, აუცილებელია ეს საშუალება გამოვიყენოთ, რათა დავიცვათ საზოგადოება, ქვეყანა. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გამოწვევასაც გადავლახავთ და სხვასაც“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close