საზოგადოება

„მოსამართლემ გირაოთი გაუშვა პედოფილი! აი, ასეთ ნაგავ ქვეყანაში ვცხოვრობთ“

სასამართლომ 15 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ფაქტზე დაკავებული 25 წლის მამაკაცი სასამართლომ 15 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ახლა ის სახლში. მომხდარს უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„14 წლის გოგოსთან 26 წლის კაცს სქესობრივი ხასიათის შეღწევა ჰქონდა, სხვა ქვეყნებში ეს პირდაპირ გაუპატიურების სახედ არიც ცნობილი. შემდეგ ეს გოგო ძმამ რამდენჯერმე სცემა, მეორე ძმამ თქვა მოსაკლავიაო, მოსამართლემ კი გირაოთი გაუშვა პედოფილი!
აი, ასეთ ნაგავ ქვეყანაში ვცხოვრობთ!
ამ ქვეყანაში მოსამართლეებსაც კი არ აწუხებთ პედოფილია და 14 წლის ბავშვს ზრდასრული ქალისაგან ვერ ასხვავებენ“ – წერს ბაია პატარაია.
ცნობისთვის, მოსამართლის გადაწყვეტილებას მთავარი პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close