საზოგადოება

„სანამ თბილისის მერი ვარ, ვერავინ გაბედავს რეკრეაციული სივრცეებისა და სტადიონების ხარჯზე საცხოვრებელი კორპუსების აშენებას“

კახა კალაძის თქმით, არ იყო სასიამოვნო, როდესაც წლების განმავლობაში ვხედავდით სკვერებისა და პარკების ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს.

„პირობა დავდე, რომ არც ერთი სამშენებლო სამუშაო არ განხორციელდებოდა სკვერების, რეკრეაციული სივრცეებისა და სტადიონების ხარჯზე. ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ, პირველი რაც მოვაწესრიგეთ, ეს ქაოტური განაშენიანება იყო, რაც ქალაქში ხდებოდა და რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, შევაჩერეთ. მივიღეთ ქალაქის განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც ხდება ქალაქის განვითარება. მინდა, მადლობა გადავუხადო გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სანამ დედაქალაქის მერი ვარ, ამ ქალაქში ვერავინ გაბედავს რეკრეაციული სივრცეებისა და სტადიონების ხარჯზე საცხოვრებელი კორპუსების აშენებას.

ჩვენ რა თქმა უნდა, მშენებლობას არ ვეწინააღმდეგებით, ყველანაირად შევუწყობთ ხელს და დავეხმარებით, იმიტომ, რომ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს სამშენებლო სექტორს, მაგრამ ქალაქის განაშენიანება უნდა მოხდეს გენერალური გეგმის ფარგლებში და ურბანულად სწორად დაგეგმარებით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close