მსოფლიო

საკადრო ცვლილებები უკრაინის მთავრობაში

უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარის დავით არახამიას ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი სხვა სამინისტროში გადავა, ხოლო თავდაცვის უწყებას დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი უხელმძღვანელებს.

არახამიას ინფორმაციით, რეზნიკოვი სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის პოსტზე დაინიშნება.

ამავე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებს იგორ კლიმენკო, ხოლო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ვასილი მალიუკი.

არახამიას თქმით, დრო და გარემოებები მოითხოვს გაძლიერებას და გადაჯგუფებას.

„ეს ხდება ახლა და მოხდება მომავალში“, – აღნიშნა არახამიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close