პოლიტიკა

პოლიტსაბჭოს არჩევნები დააბრუნეთ! ისე, როგორც ეს იყო დათქმული, მარტში და ფართო ჩართულობით – კუპრავა

ლევანი რომ დამოუკიდებელი ფიგურა არ არის (ძალიან რბილად ვამბობ ამას), ეგ ყველამ ვიცით, მისმა მხარდამჭერმაც და სხვებმაც.

მოგმართავთ, ვინც მიიღეთ უკიდურესაც სახიფათო გადაწყვეტილება, პოლიტსაბჭოს არჩევნები დააბრუნეთ ისე, როგორც ეს იყო დათქმული, არჩევნები დააბრუნეთ ენმ-ში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზვიად კუპარავამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს არჩევნები ფართო ჩართულობით უნდა ჩატარდეს.

„არჩევნები რომ ჩატარდა ამ ფორმატით და ფართო ჩართულობით, იმიტომ შეფასდა ის ყველას მიერ დემოკრატიად და წინ გადადგმულ ნაბიჯად, თორემ ლევანი რომ დამოუკიდებელი ფიგურა არ არის (ძალიან რბილად ვამბობ ამას), ეგ ყველამ ვიცით, მისმა მხარდამჭერმაც და სხვებმაც. ამიტომ მოგმართავთ თქვენ, ვინც მიიღეთ ეს უკიდურესაც სახიფათო გადაწყვეტილება: პოლიტსაბჭოს არჩევნები დააბრუნეთ. ისე, როგორც ეს იყო დათქმული, მარტში და ფართო ჩართულობით. არჩევნები დააბრუნეთ ენმ-ში“, – წერს ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close