სხვადასხვა

სათამაშო უფროსებისთვის – მსოფლიოში ყველაზე პატარა სერიული ავტომობილები

მსოფლიოში ყველაზე პატარა სერიული ავტომობილია Peel P50, რომელიც1962 წელს, ინგლისში გამოუშვეს.

peelp50-2

მისი სიგრძე მხოლოდ 134 სანტიმეტრია, სიგანე 99 სანტიმეტრი და სიმაღლე 120 სანტიმეტრი. ავტომობილს, რომელიც მხოლოდ მძღოლს იტევს, სამი ბორბალი აქვს და საათში 64 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს.

pellp50-3

აღსანიშნავია, რომ ამ ავტომობილის გადაცემათა კოლოფში უკუსვლა არ იყო, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენდა. მინა ბოჭკოვანი მასალისგან დამზადებული მსუბუქი ავტომობილის (59 კგ) ხელით შემობრუნება ძნელი არ იყო. მინი ავტომობილის წარმოება მხოლოდ 3 წელს გაგრძშელდა და 1965 წელს შეწყდა, რადგან მოთხოვნა არ იყო.

Peel P50– ის შემდეგ, Peel Engineering– მა უკვე ორადგილიანი Peel Trident 2 გამოუშვა. ავტომობილს კარი არ ჰქონდა. მასში გამჭვირვალე საფარის გადაწევის შემდეგ იყო შესალებელი. ავტომობილი აღჭურვილი იყო 4.2 ცხენის ძალის მოტოციკლის ძრავით და 61 კმ / სთ-მდე სიჩქარეს ავითარებდა. ავტომობილის სიგრძე 1,8 მ. იყო, სიგანე 1,07 მ. და წონა 90 კგ.

peeltrident

1960-იან წლებში მსოფლიოში ყველაზე პატარა Peel P50 მანქანის შეძენა მხოლოდ 199 ფუნტად შეიძლებოდა. 2010 წელს Peel Engineering– მა გადაწყვიტა მინი ავტომობილების კიდევ ერთი სერია, გამოეშვა. ახალ Peel P50– ის ფასი 14,999 ფუნტ სტერლინს შეადგენდა.

დღეს არსებობენ კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ მიკროავტომობილებს არა მხოლოდ ძვირადღირებული სათამაშოების სახით, არამედ პრაქტიკული გამოყენებისათვის. ასეთია მაგალითად, იაპონური Mitsuoka MC-1.

mitsuoka

Mitsuoka MC-1 არის ერთადგილიანი მანქანა, რომელიც აღჭურვილია 6 ცხენის ძალის ბენზინის ძრავით. მისი ზომებია 1,76 მ სიგრძე, 1,08 მ სიგანე, 1,47 მ სიმაღლე. მიკრო ავტომობილის მასა 160 კგ-ია.

დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომობილად აღიარებულია “Wind up!” (ინგლისურიდან „ქარხნული“), რომელიც  ინგლისელმა გამომგონებელმა პერი უოტკინსმაშექმნა. მანქანის უკანა მხარეს მდებარეობს გასაღები, რომელიც მოძრაობის დროს ტრიალებს.

windup2
ავტომობილის სიგრძე 129,5 სმ-ია, სიგანე 66 სმ, სიმაღლე 99 სანტიმეტრი. ავტომობილი აღჭურვილია ყველაფრით, რაც საჭიროა ტექდათვალიერების გასავლელად (სარკეები, ფარები, საქარე მინის საწმენდი) და ოფიციალურად დამტკიცებულია საზოგადოებრივ გზებზე გამოსაყენებლად.

windup

ზოგადად, პერი უოტკინსმა შექმნა არამარტო ყველაზე პატარა ავტომობილი, არამედ ბევრი სხვა ძალიან უჩვეულო მანქანა შექმნა.

flatmobile2

flatmobile

Flatmobile – მსოფლიოში ყველაზე დაბალი ავტომობილი. მისი სიმაღლე მხოლოდ 48 სმ-ია.

stolavtomobil

სასადილო მაგიდის ფორმის ავტომობილი. ავითარებს 209კმ.სთ. სიჩქარეს!

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close