საზოგადოება

„ეს ერს გაანადგურებს. შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი. რად გვინდა?“ – კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი

პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტმა ვილი პაჭკორიამ ჯანდაცვის მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდა.

„მოგმართავთ, ქალბატონო ეკა, მიხედეთ, სტომატოლოგიას, შეეშვით ამხელა რანგს, სადაც დიდი გამოცდილებაა საჭირო. ჩვენ ვღუპავთ ადამიანებს. ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის 30-40 კაცის სიკვდილი და კიდევ რამდენი რისკი თვეების მანძილზე, ეს ერს გაანადგურებს. შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი. რად გვინდა? სჯობს, საქმე აკეთონ პროფესიონალებმა, ნუ ჩავეჭიდებით თანამდებობებს. არ არის ეს სასურველი! საჭიროა მაღალი პროფესიონალიზმი. თუ საჭირო გახდა ვთხოვოთ ჩვენს კოლეგებს, ნუ დავკომპლექსდებით, მოვიწვიოთ ჩვენი კოლეგები, რომლებიც უცხოეთში მუშაობენ“, – განაცხადა პაჭკორიამ.

palitranews.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close