სამართალი

“სავარაუდოდ, არის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა” – ექიმების განცხადებით, შანიძის ქუჩაზე დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში, შანიძის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვიის გასროლის ხმა მიყოლებით რამდენჯერმე გაისმა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობილია, რომ დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარებამ ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, დაშავებულს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

მედიკოსების შეფასებით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

ხეჩინაშვილის კლინიკაში, სადაც დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა, აცხადებენ, რომ პაციენტს ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი.

„ზურგის არეში გამჭოლი ჭრილობა, ოღონდ გამოსავლის გარეშე. სავარაუდოდ, არის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა.

პაციენტი შემოყვანილია სასწრაფოს მიერ ცეცხლსასროლი ჭრილობით. დათვალიერებით, საოპერაციოში გამოკვლევით დადგინდა, რომ ეს არის კანქვეშ შემავალი ჭრილობა, რომელმაც არ შეაღწია გულ-მკერდის ღრუში, არც მუცლის ღრუში. მდგომარეობა მაინც მძიმედ რჩება, თუმცა სტაბილურია. მოხვედრილია ერთი ტყვია. ახლა რეანიმაციაშია, პოსტოპერაციულ მდგომარეობაშია“, – განაცხადა კლინიკის ქირურგმა, კობა თაბაგირმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close