პოლიტიკა

საქართველო ბიძინა ივანიშვილის უკანა ეზოა – მანჯგალაძე

2050 წელს იქნება უპერსპექტივო, გაღარიბებული, გაღატაკებული ქვეყანა. სამაგიეროდ, ერთი პროცენტი, რომელიც დაკავშირებულია “ქართულ ოცნებასთან,” იქნება მდიდარი, სიამოვნებით დაისვენებენ სხვადასხვა კუნძულზე.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდა, რომ საქართველო იყოს რუხი, ბუფერული, ავღანეთის მსგავსი წარმონაქმნი, რუსეთს და დასავლეთს შორის. ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებელის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.

როგორც მანჯგალაძე აცხადებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სურს, რომ საქართველო არ იყოს ევროპის ნაწილი.

„ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც რუსეთის ჩექმა უნდა კისერზე ჰქონდეს დაბჯენილი, ამის თქმა არ იქნება სწორი. უნდა, რომ საქართველო იყოს რაღაც რუხი, ბუფერული, ავღანეთის მსგავსი წარმონაქმნი, რუსეთს და დასავლეთს შორის”,- აცხადებს მანჯგალაძე.

მანჯგალაძის თქმით, საქართველო „ბიძინა ივანიშვილის უკანა ეზოა”.

“ივანიშვილის სამფლობელო არის საქართველო, რომელსაც არ აქვს არანაირი პერსპექტივა. გარბის ხალხი საქართველოდან. 2050 წელს იქნება უპერსპექტივო, გაღარიბებული, გაღატაკებული ქვეყანა. სამაგიეროდ, ერთი პროცენტი, რომელიც დაკავშირებულია “ქართულ ოცნებასთან,” იქნება მდიდარი, სიამოვნებით დაისვენებენ სხვადასხვა კუნძულზე. ასეთი საქართველოსთვის იბრძვის “ქართული ოცნება” – თავისთვის”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close