სამართალი

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ვახტანგ გულუას ოჯახი საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს

თბილისში, 6 ივლისს აღმაშენებლის ქუჩაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 27 წლის ვახტანგ გულუას ოჯახი საქმის ობიექტურ გამოძიებასა და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს. ოფიციალური უწყების ვერსიის, თითქოს საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან შემთხვევით გადმოვარდა, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს არ სჯერა, რადგან მათი თქმით, ახალგაზრდას სხეულზე სხვადასხვა სახის მრავლობითი დაზიანებები აქვს.

ჭირისუფლების განცხადებით, შემთხვევა ორშაბათს ღამე, თერთმეტ საათზე მოხდა, შემდეგ სახანძრო მანქანამ შემთხვევის ადგილი მორეცხა, რაც ეჭვს ბადებს რომ კვალის დაფარვა სურდათ. ოჯახს კი გარდაცვალების შესახებ მეორე დღეს გააგებინეს.
მათი თქმით, ადამიანი ვის გამოც ვახტანგ გულუას მუდმივად საქმეს ურჩევდნენ და ემუქრებოდნენ ახალგაზრდა გოგოა.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close