სხვადასხვა

გამყიდველის შეცდომამ 82 წლის მამაკაცი მილიონერად აქცია

კანადურის სოფლის კომბერმენის მაცხოვრებელი მაღაზიის გამყიდველი ქალის შეცდომის წყალობით მილიონერი გახდა. ინფორმაციას CTV News Ottawa ავრცელებს.

82 წლის მაიკლ ბატი (Michael Butt) მაღაზიაში Lotto 6/49 ლატარიის ბილეთის შესაძენად შევიდა, მაგრამ გამყიდველმა ქალმა შეცდომით Lotto Max-ის ბილეთი მისცა, რომლითაც მოხუცმა მილიონი დოლარი მოიგო. ბედნიერმა მყიდველმა თანხის ნაწილი გამყიდველ ქალს საჩუქრად დაუტოვა.

ეს ბატების ოჯახის ერთადერთი მოგება არ გახლავთ. 1980-იანი წლების ბოლოს მაიკლის ძმამ ლატარიაში 3,5 მილიონი დოლარი მოიგო.

ახალბედა მილიონერი არ აკონკრეტებს რაში აპირებს მოგებული ფულის დახარჯვას.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close