რეგიონები

ბოლნისში კორონავირუსი კიდევ ექვს პირს დაუდგინდა

ბოლნისში კორონავირუსი კიდევ ექვს პირს დაუდგინდა. ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ოთხი სოფელი გეტადან, ხოლო ორი სოფელი მუშევანიდანაა, – ინფორმაციას ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაცია ადასტურებს.

გუშინ სოფელ გეტადან 146 საკვლევი მასალა აიღეს, მუშევანიდან კი 10 ნიმუში. სოფელ გეტას კლასტერთან ამ დროისთვის 17 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. სოფელ მუშევანში ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 40-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 419 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close