მსოფლიო

საბოლოო გაყრა? – რატომ არ დარჩა ჰარი დედოფლის დაბადების დღეზე?

გაზეთი Daily Mail ცნობით, პრინცმა ჰარიმ გაერთიანებული სამეფო დატოვა. ბაბუის, პრინცი ფილიპეს დაკრძალვაზე ჩასული სასექსის ჰერცოგი ბებიას დაბადების დღის წინა დღეს კალიფორნიაში გაემგზავრა, სადაც ორსული ცოლი და ვაჟი ელოდებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰარი ჰითროუს აეროპორტიდან American Airlines – ის თვითმფრინავით გაფრინდა, შემდეგ კი პრინცის მანქანა ლოს-ანჯელესის კერძო ტერმინალთან დაინახეს, საიდანაც მისი აღმატებულება მონტესიტოში მდებარე სახლში გაემგზავრა. აშშ-ის ხელისუფლება საერთაშორისო მოგზაურებს10-დღიანი კარანტინის რეკომენდაციას აძლევს, მაგრამ დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, რეკომენდაციის შესრულებას არ აკონტროლებს. სახლში დაბრუნებისთვის საკმარისია მხოლოდ აეროპორტში სპეციალური ფორმის შევსება.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთწლიანი განშორების შემდეგ პირველმა შეხვედრამ ვერ გადაჭრა პრობლემა, რომელიც უინძორებსა და სასექსელებს შორის წარმოიშვა. ჰერცოგმა სამშობლოში ყოფნის უმეტესი დრო ფროგმორში, კარანტინში გაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ წმინდა გიორგის სამლოცველოდან გამოსვლის შემდეგ ჰარი უილიამსა და ქეითს ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ესაუბრა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რომ ჩარლზი უელსის სახლში ისე გაემგზავრა, ერთი წლის უნახავ უმცროს შვილთან ურთიერთობა არ ჰქონია. ასევე, სასექსის ჰერცოგი არ დაელოდა დედოფლის დაბადების დღეს, რომელიც მეორე დღეს 95 წლის გახდა.

Фото №2 - Окончательный разрыв: почему Гарри не остался в Британии на день рождения Королевы

ელისაბედ მეორემ იუბილე მოკრძალებულად აღნიშნა. ის მთელი დღე უინძორის ციხესიმაგრეში იმყოფებოდა, სადაც პრინც ფილიპესთან ერთად, ლოკდაუნის დაწყებისთანავე დაბინავდა. გარდაცვლილ მეუღლეზე გლოვის გამო, დედოფალმა უარი თქვა საჯარო გამოსვლაზე და მით უმეტეს, დაბადების დღის აღნიშვნაზე.

69-წლიანი მმართველობისა და 73-წლიანი ქორწინების შემდეგ დედოფალი თავის დაბადების დღეს საყვარელი მეუღლის, პრინცი ფილიპის გარეშე პირველად შეხვდა.

მედიის ინფორმაციით, დედოფალს დაბადების დღეზე მხოლოდ  უახლოესი ნათესავები ეწვიენ. ელისაბედ მეორესთან ყველაზე ახლოს მისი შუათანა ვაჟიშვილი, პრინცი ენდრიუ და შვილიშვილი პრინცესა ევგენია, ასევე უმცროსი ვაჟი პრინცი ედუარდი და მისი ცოლი სოფია ცხოვრობენ.

გამოცემა Mail on Sunday წერდა, რომ სამეფო ოჯახის წევრების უმეტესობამ პრინცი ფილიპის დაკრძალვაზე ჩამოსული სასექსის ჰერცოგს ყურადღება არ მიაქცია. ზოგიერთი მიმომხილველი ამტკიცებს, რომ ძმისა და რძლის გარდა, რომლებიც პრინც ჰარისთან საუბრობდნენ, მის მიმართ კეთილგანწყობა არც ერთ უინძორს არ გამოუვლენია.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close