საზოგადოება

„ესეც ასე, სომხებმა ჩახოხბილი და ხარჩო გამოუშვეს“ – ესმა კუნჭულია

„ვიდრე გასტრონომიულ კულტურას არ შევხედავთ, როგორც – ისტორიის, ჩვენი კულტურის ნაწილს, არაფერი აღარ დაგვრჩება!!“ – ამის შჭესახებ ჟურნალისტი ესმა კუნჭულია სოციალურ ქსელში წერს.

„ესეც ასე, სომხებმა ჩახოხბილი და ხარჩო გამოუშვეს.
ცოტაა ვერ გაიგეს ჩემმა მკითხველებმა, რა მედო გულში ამ პოსტის წერისას – განვმარტავ!! კი, ბატონო, შეუძლიათ გამოუშვან!!! სომხებსაც, ესპანელებსაც, ყაზახებსაც და ა.შ. მაგრამ აქქქქქქქქ აქ არ ვიცავთ დასაცავს!!!! ამის თქმა მინდოდა…
დანარჩენი წაიკითხეთ, რასაც ვწერ!!!
და ვიდრე გასტრონომიულ კულტურას არ შევხედავთ, როგორც – ისტორიის, ჩვენი კულტურის ნაწილს, არაფერი აღარ დაგვრჩება!! თუმცა მხოლოდ პატრიოტობა არ შველის – ამა თუ იმ დარგის სპეციალისტებმა უნდა გამოიკვლიონ ეს ამბავი და არა მოყვარულებმა….
ამიტომ ტურიზმის დეპარტამენტმა და ეკონომიკის სამინისტრომ მეტი კომპეტენტურობით უნდა შეხედონ ამ საქმეს!!!!!!!!!!!!!!!!!
ოკ, აქვთ უფლება გამოუშვან პა არმიანსკი, მაგრამ აქ რომ „დავაპატენტოთ“ ეს ოქროს კერძი, არა? და აი რატომ უნდა დაპატენტდეს „ჩახოხბილი“!!!
ახლა საქმიანად, ლინგვისტურად და არა ზედაპირულად:
1) ხოხობი – ყველასია, მეტყვის სკეპტიკოსი!! კი, ასეა, ხოხობი არის ფრინველი, რომელიც შეუძლია ნებისმიერმა ერმა ჩახოხობოს;
2) ახლა ავხსნათ კულტუროლოგიურად და ანთროპოლოგიურად ორი სიტყვა: ერმა და ჩახოხბოს!!!
ერი – ხალხია, ხომ ამა თუ ენაზე მოსაუბრე, ჩახოხბილი კი, კერძია;
ქართულ ენაზე „ჩახოხბილის“ შინაარსი ადვილად ამოსაცნობია, რომ ხოხობი ჩაშუშეს;
და ვინ გააკეთებდა ამას? უკვე გონზე მოსული ადამიანი, ვინც ისაუბრედა ქართულად და დაარქმევდა ამ კერძს – ჩა-ხოხბ-ილს! ანუ ეს მოხდებოდა იმ დროს და იმ ჟამს, როცა იარსებებდა ქართულ ენაზე მოსაუბრე ერი!!! არა? რომელსაც ექნებოდა საკუთარი ენა;
3) ახლა რას იზამდა სომეხი? აიღებდა ხოხობს, რომელიც სომხურად არის ხოხობი – փասիան – წარმოითქმის – ფ ა ზ ი ა ნ!!! ან სომეხი, ან ტაჯიკი, ან არგენტინელი, ან ბრაზილიელი……………. მნიშვნელობა არ აქვს!!! სხვა ერიიი…
და ამ კერძისთვის უნდა დაერქმია არა „ჩახოხბილი“ არამედ ფაზიანის კერძი… არა? აბა, სხვის ენაზე რატომ დაარქმებდა სახელს? და თუ სხვისი ენიდან აიღებდა ამ კერძს, ესე იგი ეს სხვისი კერძი იქნებოდა;)))
არა? კი!!!
4) ჩა-ხოხბ-ილ-ი – ქართული ენის მესამე კლასის გრამატიკაა, სახელზმნა ნაწარმოები ჩა- – -ილი – პრეფიფიქსი ჩა-თი და სუფიქსი -ილით ნაწარმოები!
ასე მხოლოდ ქართულ გრამატიკაში იწარმოება სახელზმნა!!! ქართული არის ქართველური ენების ენა და სომხური ინდო-ევროპული ენების ენა; და სხვა ენა სხვააა ენააააააააააააა…………….
ასეა? ასეა!!
5) და ბოლოს! მე უკვე 11 წელია და მეტი ჩემი ლინგვისტური და კულტუროლოგიური დიპლომით ვიკვლევ ჩემი ერის გასტრონომიულ კულტურას! კულტურა – ნიშნავს იმას, რაც ადამიანის – მისი ხელით, გონებით, გრძნობებით, ინტუიციით არის შექმნილი.
ანუ: იქამდე, ვიდრე ადამიანი თავისი გონით არ შექმნიდა, არ გააკლუტურებდა ამა თუ იმ საგანს – ის ადამიანი არ იყო კულტურული;
კულტურას აქვს თავისი ასაკი – აქედან ყველაზე ძველი გასტრონომიული კულტურა!!! როდესაც შემგროვებელმა წინარე ადამიანმა ცეცხლი სპეციალურად კონკრეტულ ადგილას დაანთო, ამ ცეცხლის გარშემო დასვა კონკრეტული ადამიანები (თავისი ახლობლები), მოიშინაურა ვაზი, ხორბალი, ცხენი, ცხვარი, ძაღლი. შემდეგ უმი ხორცი კი არ ჭამა, საკუთარი მოშინაურებული დაკლა, საკუთარი ყანის ხორბალი დაფქვა და მოზილა ცომი, ვაზი დაკრიფა და დაწურა…. ანუ ამას აკეთებდა უკვე საკუთარი ხელით და გონებით და ამას ანთროპოლოგიაში ჰქვია „ნეოლითური რევოლუცია“;))) ანუ ეს მოხდა სადღაც 8 000 წლის წინათ….
ანუ: თავისი ხელით და გონებით შექმნილი კონკრეტული ამბავი – ესაა კულტურა!
ასე, რომ ზეზვა და მზია არ აცხობდნენ ხაჭაპურს დ არც ჩახოხბილს არ ამზადებდნენ;)))))))))) ამ სისულელეს როცა ვისმენ, გული მტკივა!!! ეს არის ელემენტარული უცოდინრობა – ადამიანთმცოდნეობისა… ვერ, ვერ გამოცხობდნენ ზეზვა და მზიააა ხაჭაპურს, ტვინის აგებულება არ ეყოფოდათ – ნეოკორტექსი!!!
მოკლდე, ერთთხელაც წინარე ადამიანები იქცნენ კულტურულებად- მერე ამ ადამიანემბმა ერთმანეთთან სასაუბროდ შექმნეს კოდების სისტემა, საგნებს დაარქვეს საგანი; პურს – პური და ხოხობს – ხოხობი;
ანუ მხოლოდ ქართველური ენების მატარებლების კოდური სიტყვა იქნებოდა – ხოხობი, სომხური ენაში მას უწოდებდნენ – ფაზიანს!!
აი, აქაც იკვეთება ფაზიანის – ფაზისური ხოხობის ამბავი! ძველი ბერძენი მოგზაურები ქართულ ხოხობს, რომელიც ფაზისის ნაპირებზე ხვდებოდათ – განსაკუთრებულ ჯიშად მიიჩნევდნენ… ფაზისური…………. არა?
ჰოდააააააააააააააა ამდენი სჯა-ბაასი და ამბები ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროში უნდა მიეძღვნას არა მხოლოდ ამა თუ იმ სოფელში თუ რეგიონში ჩარჩენილი კერძების ფოტოების გადაღებას, არამედ, გატრონმიული კულტურის შესწავლას, უმაღლეს დონეზე!!!
მერე ამ მეცნიერულად შესწავლილის პოპულარიზაციას, დაარქივებას, დამუზეუმებას, დაბიბლიოთეკებას და ასე შემდეგ!!!
სიტყვები (ლინგვისტიკა) თავის კოდებში ინახავს ამა თუ იმ ერის კუთვნილებას!!
გასტრონომია მხოლოდ სუფრა და სუფრაზე სადღეგრძელოები არ არის!!!
არა? კი, კი!“ – წერს ესმა კუჭულია.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close