სამართალი

“სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მიერ გაწეული კოსმეტიკური ხარჯები 721 ათასს შეადგენს” – პროკურორი

დაცვის მხარეს აქვს სტრატეგია. ბუნებრივია, მე მათ პოლიტიკურ განზრახულობებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ სამართლებრივ ჭრილში რომ შევაფასო მათი განცხადებები, მათი ძირითადი ორიენტირია, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთოს გარკვეული პოლიტიკური შინაარსის განცხადებები, – ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა „იმედი LIVE“ -ში განაცხადა.

ამის მაგალითად მან მოიყვანა ერთ-ერთი საქმე, კერძოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანხების განკარგვის საქმე, რომელიც ბიუჯეტის კუთვნილი 9 მლნ ლარის გაფლანგვას ეხება.

„კონკრეტული პირის სიამოვნებისა და მისთვის რაღაც კომფორტული პროცედურების მიღებისთვის დაცვის მხარე ცდილობს ეს სისხლის სამართლის საქმე წარმოაჩინოს, როგორც პიჯაკების საქმე. ანუ, იმდენად ზედაპირული პოზიციაა, რომ თუნდაც პიჯაკების დონეზე 9 მლნ ლარის დაყვანის არარეალურობა მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს“, – განაცხადა გულუაშვილმა.

მისი თქმით, ამ საქმეში სააკაშვილის მიერ პიჯაკების შეძენა ქვაკუთხედი ნამდვილად არ არის. პროკურორის განმარტებით, სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მიერ გაწეული კოსმეტიკური ხარჯები ყველაზე მეტია და 721 ათასს შეადგენს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close