Sliderსაზოგადოება

“სააკაშვილის პალატის ფანჯრებთან დგას მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რაც ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას იწვევს” – გიორგი ჩალაძე

ეს არის ე.წ. სისტემა კუპოლი, ან „გუმბათი“, რისი გამოსხივებაც მინიმუმ 100 მეტრის რადიუსზე სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემომყოფს

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლის შიდა ეზოში, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯრებთან დგას მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რაც ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს იწვევს.

ჩალაძის განცხადებით, მას აქვს აღნიშნული მანქანის ავთენტური კადრები, რომელიც თავად გადაიღო.

„ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ფანჯარასთან დგას მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს. ეს არის ე.წ. სისტემა კუპოლი, ან „გუმბათი“, რისი გამოსხივებაც მინიმუმ 100 მეტრის რადიუსზე სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემომყოფს, იწვევს სისხლის გათეთრებიდან დაწყებული, ფსიქოლოგიური აშლილობით დამთავრებული. დღევანდელი ჩვენი კადრებით 1 კმ-ზეა დაფიქსირებული ეს გამოსხივება და ეს იწვევს ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს. ამას შეუძლია მოკლას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი და ყველა ვინც ამ მანქანასთან 100 მეტრის რადიუსზე იმყოფება. ეს მანქანა იმ წუთიდან იმყოფება აქ, როცა მიხეილ სააკაშვილი გადმოიყვანეს. ვთხოვ ნინო ლომჯარიას შეისწავლოს ფაქტი და მე ვთხოვ დიპლომატიურ კორპუსს, რომ ამაზე მოახდინონ უმკაცრესი რეაქცია“, – განაცხადა ჩალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close