რეგიონები

რუსთავში პიტბულის ჯიშის ძაღლმა 4 ადამიანი დაგლიჯა

რუსთავში პიტბულის ჯიშის ძაღლმა 4 ადამიანი დაგლიჯა. ინფორმაციას გამოცემა “ინფო რუსთავი” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გვიან ღამით VIII მიკრორაიონში, შარტავას გამზირზე მოხდა.

მათივე ინფორმაციით, დაზარალებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ცნობილია, რომ ოთხივე მათგანს ნაკბენები კიდურებისა და მუცლის არეში აღენიშნებოდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close