საზოგადოება

ევროპაში, ამერიკაში ბევრი ხიდი დანგრეულა, ასობით ადამიანი დაღუპულა, დაუჭერიათ მშენებელი, პროექტანტები, ექსპლუტაციაში მიმღები, მაგრამ მერები არსად ამის გამო არც გადაუყენებიათ და არც გადამდგარან – ნიკო ლეკიშვილი

ნიკო ლეკიშვილი:

“ტრაგედია მოხდა, საშინელებაა პატარა გოგოს დაღუპვა. საერთოდ ადრე უფრო დიდი უბედურობებიც მომხდარა თბილისში და საქართველოში. გაზის აფეთქების გამო თბილისში მრავალსართულიანი სახლი დაინგრა და 30 ადამიანი დაიღუპა მათ შორის ბავშვები. მთაწმინდის საბაგირო გაწყდა და 17 ბავშვი და პედაგოგი დაიღუპა. თბილისის ზღვაზე იალქნიანი ნავი კაბელს გამოედო და 3 ბიჭი დენით დაიღუპა. შახტებში დაიღუპა ბევრი ადამიანი, ჭიათურაშიც და ტყიბულშიც. დააპატიმრეს ბევრი ხელმძღვანლი, ბევრი თანამდებობებიდან მოიხსნა, მაგრამ მერები და ქალაქის პირველი პირები არავის დაუდანაშაულებია. ევროპაში, ამერიკაში ბევრი ხიდი დანგრეულა, ასობით ადამიანი დაღუპულა, დაუჭერიათ მშენებელი, პროექტანტები, ექსპლუტაციაში მიმღები, მაგრამ მერები არსად ამის გამო არც გადაუყენებიათ და არც გადამდგარან. ასე რომ ნუ იგონებთ რაღაც ახალ წესებს, თუ ევროპასა და ამერიკას ბაძავთ, მიბაძეთ იმაში როგორ იქცევიან ისინი ასეთ დროს და როგორ რეაგირებენ ასეთ ტრაგიკულ მოვლენებზე.”

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close