მსოფლიო

რუსეთში ბედნიერების სამინისტრო შეიქმნება

რუსეთში, კერძოდ, კამჩატკის ოლქში ბედნიერების სამინისტრო შეიქმნება, რომელიც სოციალური კეთილდღეობისა და ოჯახური პოლიტიკის საკითხებზე იმუშავებს – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვლადიმერ სოლოდოვმა განაცხადა.  სოლოდოვის განმარტებით, სამინისტროს შექმნის მიზანი უბრალოდ, რთულ სიტუაციაში ადამიანების დახმარება კი არა, მათი გაბედნიერება იქნება.

2018 წელს რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ ხელისუფლებას ბედნიერების სამინისტროს შექმნის ინიციატივით მიმართა, თუმცა მხარი არ დაუჭირეს. მისი თქმით, შემდეგი ინიციატივა „მარტოობის სამინისტრო“ იქნება. მაგალითად მატვიენკომ დიდი ბრიტანეთი დაასახელა, სადაც მსგავსი უწყება უკვე არსებობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close