საზოგადოება

რა ტიპის ღიმილი იკითხება ქართველი პოლიტიკოსების სარეკლამო ბოლბორდებზე?

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე პოლიტიკოსებს ურჩევს, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ სარეკლამო ფოტოებში საკუთარ გამომეტყველებას.

„სამომავლოდ ერთ რჩევას მოგცემთ პოლიტიკოსებს.
ამ სარეკლამო ბილბორდებზე ან გულიანად გაიცინეთ (მხოლოდ ერთია ასეთი ფოტო), ალალი სიცილი ყოველთვის მომგებიანია, ან სერიოზული სახე მიიღეთ (არის რამდენიმე), ასევე მომგებიანია, ღიმილს მოერიდეთ.

ავხსნი.

დავდივარ მანქანით და უამრავ ბილბორდს ვხედავ. არ შევალ მიმიკის ფსიქოლოგიაში, არაა ჩემი სფერო. რომ იცოდეთ, ღიმილი ძალიან მოქმედებს გამოხედვაზე, შინაარსს აძლევს. ცბიერი ღიმილისას თვალები განსაკუთრებულად ციმციმებს?

მოკლედ, უბრალოდ ჩამოვწერ რა ტიპის ღიმილებს ვხედავ ან რა იკითხება სახეებზე:

– ცბიერი ღიმილი და თვალები;
– არ ვარ მე ის კაცი;
– ვაი შენს პატრონს;
– გაწბილებული;
– სიმწრის;
– დამცინავი;
– ირონიული;
– ხელოვნური;
– გულუბრყვილო;
– კეთილგანწყობილი, თბილი და ა.შ.

რომ ჩაუვლით ხოლმე მაჟორიტართა ფოტოებს, დააკვირდით“ – წერს ამირან სალუქვაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close