მსოფლიო

რუსეთში აშშ-ის ბოლო საკონსულო დაიხურა

აშშ -მა რუსეთში ბოლო საკონსულო დახურა. ეკატერინბურგში აშშ-ის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა შეწყვიტა და გენერალურმა კონსულმა ემი სტოროუმ რუსეთი დატოვა. სტოროუს გამოსამშვიდობებელი მიმართვა საკონსულოს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.

„აშშ-ის გენერალური საკონსულო ეკატერინბურგში 27 წლის განმავლობაში აკავშირებდა ურალსა და დასავლეთ ციმბირს შეერთებულ შტატებთან, უზრუნველყოფდა სავიზო მომსახურებას, ატარებდა სემინარებს მეწარმეებისთვის და  ადამიანებს ინგლისური ენის შესწავლაში ეხმარებოდა“ – ვკითხულობთ მიმართვაში.

სტროუმ იმედი გამოთქვა, რომ ეკატერინბურგში აშშ-ის გენერალური საკონსულოს მუშაობა უახლოეს ხანებში სრულად აღდგება.

ეკატერინბურამდე მუშაობის შეწყვეტის შესახებ ვლადივოსტოკში აშშ – ის საკონსულომ განაცხადა. ამ ორი დიპლომატიური მისიის დახურვის გეგმის შესახებ ცნობილი შარშან, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს გახდა.

რუსეთში აშშ-ის ერთადერთი დიპლომატიური ცენტრის დახურვის შემდეგ  მხოლოდ მოსკოვში ამერიკის საელჩო დარჩა.

რუსეთმა სანკტ-პეტერბურგში აშშ-ს საკონსულოს დახურვის ბრძანება 2018 წელს, მას შემდეგ გასცა, რაც აშშ-მა დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო სიეტლში რუსეთის საკონსულოს დახურვა ბრძანა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close