საზოგადოება

ბოლნისის ეპარქიაში, ტაძრის ეზოს დალაგებაში ქართველებთან ერთად აზერბაიჯანელი ახალგაზრდებიც იღებდნენ მონაწილეობას – მამა პეტრე

დეკანოზი პეტრე კოლხი წლების წინ, ბოლნისის ეპარქიაში მომხდარ ამბავს იხსენებს.

„წლების წინ ბოლნისის ეპარქიაში, ფოლადაურის ხეობაში ტაძრის რესტავრირება მიმდინარეობდა. ეზოს დალაგებაში, ქართველებთან ერთად აზერბაიჯანელი ახალგაზრდა ბიჭებიც იღებდნენ მონაწილეობას… შესვენების დროს მოშორებით გადიოდნენ, სიგარეტს ეწეოდნენ და ქართველებთან ერთი თავაზიანი აზერბაიჯანელი მივიდა, აქაც არ მოწიოთ ბიჭებო, ეს ღმერთის ადგილიაო, უთხრა…

თავი ავარიდე, ჩემი ბედნიერების ცრემლი რომ არ შეემჩნია… P.S. საქართველო მათი ოჯახიც არის, ასე მოხდა…
მიყვარს ჩემი ეთნიკურად ჭრელი სამშობლო!.”, – წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close