მსოფლიო
რუსეთი უტევს უკრაინას, ბირთვული იარაღის გამოყენებაზე კი სამარცხვინო და მიუღებელ ცნობებს აკეთებს – შარლ მიშელი ჰიროსიმაში ჩავიდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი იაპონიაში ჰიროსიმას ეწვია. მისი თქმით, გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ჩრდილო კორეის ბოლო სარაკეტო გამოცდის გამო.
“რუსეთი უტევს სუვერენულ სახელმწიფო უკრაინას, ბირთვული იარაღის გამოყენებაზე კი სამარცხვინო და მიუღებელ ცნობებს აკეთებს. ეს მხოლოდ ევროპის უსაფრთხოებას არ არღვევს, ეს სახიფათოდ ზრდის ფსონებს მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო წესები და გლობალური ინსტიტუტები ბირთვული შეარაღებისა და განიარაღების კონტროლისთვის, ჩვენ უნდა დავიცვათ და გავაძლიეროთ ისინი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, -განაცხადა შარლ მიშელმა.