საზოგადოება

ბევრს დაფიქრება მართებს, როდესაც მათი ეჭვები და ტექსტები, პოსტები სინქრონულია სწორედ ამ სუსის რეგვენი აგენტის ნარატივთან – ნიკა მელია სანდრო ბრეგაძეს პასუხობს

“რას აღარ თხზავენ და რას აღარ ჩხიბავენ.

გლდანში რომ ვიმარჯვებდი ამ სუსის ნომრიან აგენტ ბრეგაძეს ჩემს შტაბთან აქციების მოწყობა დაავალეს. ახლა კი ახალი დავალებით დაუტვირთავთ..

სუსის ნარატივს ახმოვანებს და ვფიქრობ, ბევრს დაფიქრება მართებს, როდესაც მათი ეჭვები და ტექსტები, პოსტები სინქრონულია სწორედ ამ სუსის რეგვენი აგენტის ნარატივთან.

ვისურვებდი რომ ნაკლები წამოეგოს მათ პროვოკაციას და ნაკლები გახდეს მათი უნებლიე თანამებრძოლი.” – ასე უპასუხა ნიკა მელიამ სოცქსელში “ალიაში” გამოქვეყნებულ სანდრო ბრეგაძის ინტერვიუს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close