მსოფლიო

როსგვარდიდან და მილიციიდან, ბევრი ამბობს, რომ ჩვენთან ერთად წამოსვლა უნდათ – პრიგოჟინი (ვიდეო)

ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს...

ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურმა ვაგნერის დაჯგუფების ხელმძღვანელის პასუხი გამოაქვეყნა ერთ-ერთ კითხვაზე, რომელიც Telegram არხზე გავრცელდა.

“მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ვაგნერმა აიღო როსტოვში მდებარე სამხრეთ სამხედრო ოლქის ადმინისტრაციული შენობები და შტაბი. ფაქტობრივად, ქალაქი თქვენს ხელშია. რთული იყო შტაბის აღება, წინააღმდეგობა გაგიწიეს?” – წერია კითხვაში.

“ბრძოლები იმ ადგილებში მიმდინარეობს სადაც სამხედრო ხელმძღვანელობა მებრძოლებს არასწორ ინფორმაციას აწვდის და ამის გამო ხდება შეტაკებები. იქ სადაც სამხედროები გვხვდებიან, როსგვარდია ან მილიცია, სიხარულით გვართმევენ ხელს და ბევრი ამბობს, რომ ჩვენთან ერთად წამოსვლა უნდათ. უკვე 60-70 კაცი შემოგვიერთდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დიდი გზა არ გაგვივლია. ვფიქრობ არმიის ნახევარი მზად არის გამოგვყვეს”. – ამბობს პრიგოჟინი კითხვის პასუხად.

რუსეთში, 23 ივნისს დაწყებული სამხედრო არეულობის შემდეგ ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს ქალაქ დონის როსტოვში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოკრუგის შტაბის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფედერაციული უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ), როსტოვის ადმინისტრაციისა და პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების შენობები. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს ჯავშანტექნიკა და მებრძოლები, რომლებიც შენობებს მიზანში იღებენ. როსტოვის გუბერნატორი, ვასილი გოლუბიოვი მოქალაქეებს ქალაქის ცენტრში გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას მოუწოდებს

23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.

“ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს”. –  თქვა ევგენი პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ “სამართლიანობის მარშია”.

პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით  იმუქრება,ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 2 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე.

 

http://

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close