ეკონომიკა

„როგორი ადამიანი უნდა მიგვეყვანა სებ-ში, ვინც არავის იცნობს და არსად უმშავია?! ნათია თურნავა შესანიშნავი მენეჯერია” – ლევან სურგულაძე

„როგორი ადამიანი უნდა მიგვეყვანა სებ-ში – ისეთი, ვინც არავის იცნობს და არსად უმშავია?!“ – ამის შესახებ საქართველოს საპენსიო სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა და ფინანსისტმა ლევან სურგულაძემ ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის და შესაბამისად, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ნათია თურნავას არჩევის შეფასებისას BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მინდა, ნათია თურნავას მივულოცო ახალი თანამდებობა. ის გახლავთ ძალიან კარგი მენეჯერი და უდიდესი გამოცდილების მქონე ადამიანი. მქონდა ბედნიერება, მასთან მემუშავა, როცა საპენსიო სააგენტოს დირექტორი ვიყავი, ის იყო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მისი ჩართულობით, საპენსიო სააგენტოში ძალიან ბევრი წინააღმდეგობა წარმატებით გადავლახეთ. ამდენად, კარგი რამ მოხდა და ძალიან ძლიერი და ღირსეული მენეჯერი დაინიშნა ხელმძღვანელად. ვფიქრობ, ეროვნული ბანკი მისი ხელმძღვანელობით უკეთესი გახდება. როგორი ადამიანი უნდა მოგვეყვანა?! – რომელიც არავის იცნობს, არსად უმუშავია?! ის მუშაობდა მთელი თავისი ცხოვრება, მათ შორის მაღალ პოზიციებზე, აქვს კარგი გამოცდილება, ეს ყველაფერს გადაწონის; თან არის ძალიან კარგი მენეჯერი. შესაბამისად, მე მგონი, ნათია თურნავა ამ ეტაპზე საუკეთესო კანდიდატი იყო – განაცხადა სურგულაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close