საზოგადოება

როდის და როგორ უნდა დაითესოს ხორბალი რომ ხასხასა ჯეჯილი მივიღოთ?

ბზობის წინა დღეს, ლაზარეს შაბათს, ძველი ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, მორწმუნეები ხორბალს თესავენ. აბიბინებულ ჯეჯილში წითლად შეღებილ კვერცხებს დებენ და ასე ეგებებიან აღდგომას. მწვანე ჯეჯილი – ახალი ცხოვრების, ხოლო მასზე გაგორებული წითელი კვერცხები სიკვდილის ძლევის სიმბოლოდ ითვლება.

“მომავლის ფერმერის” აგრონომმა, თამარ ვახტანგაძემ „ამბიონს“ უამბო, როგორ უნდა დავთესოთ ხორბალი, რომ ხასხასა ჯეჯილი მივიღოთ.
ხორბალი უძველესი მცენარეა მთელს მსოფლიოში. მას თავიდანვე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და დღესაც ასეა. საქართველო ითვლება ხორბლის ერთ-ერთ წარმომშობ კერად. აქ შეიქმნა ენდემური სახეობები: მახა, ზანდური, დიკა, კოლხური. ძირითადი გავრცელების ზონებია: კახეთი, ქართლი, მესხეთ-ჯავახეთი.

ხორბალი შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნაცრის ელემენტებს, ვიტამინებს, ფერმენტებს. ის ერთწლიანი მცენარეა. ხორბლის თესლის გაღივებისათვის საჭიროა სითბო, სინათლე და ტენის ერთობლივი მოქმედება. ხორბალი კარგ მოსავალს იძლევა საკვები ელემენტებით მდიდარ შავმიწა ნიადაგზე. ამ კულტურისათვის მიუღებელია ჭაობიანი, მძიმე თიხნარი და გაეწერებული ნიადაგები. გავრცელებულია ორი სახეობა: რბილი და მაგარი ხორბალი. რბილი ხორბალი წარმოდგენილია როგორც საგაზაფხულო, ისე – საშემოდგომო ფორმით. საგაზაფულო ხორბალს, შედარებით მოკლე სავეგეტაციო პერიოდი აქვს, ვიდრე – საშემოდგომო ხორბალს. მაგარი ხორბალი მოყავთ ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში. ხორბალი გადის ზრდისა და აღმოცენების სხვადასხვა სტადიას. გაღივება – აღმონაცენის, ბარტყობის, აღერება- დათავთავების და მომწიფების.

ხორბლის მცენარის აღმოცენება ითვლება როგორც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება. აღდგომის დღესწაულზე ჯეჯილი რომ გვქონდეს, საჭიროა წინასწარ მოვემზადოთ. ხორბლის მარცვალი უნდა გავრეცხოთ თბილი წყლით, შეგვიძლია მოვათავსოთ თავდახურულ ქილაში, ოდნავ დავასხათ წყალი, ისევ გავრეცხოთ მეორე დღეს. მომდევნო დღეს მოვათავსებთ თხელ ფენა ბამბას და გავანაწილებთ ხორბალს თანაბრად ლამაზ ჭურჭელზე. დავნამავთ, დავდგავთ თბილ და განათებულ ადგილზე. შემდგომ დღეებში დავნამათ წყლით. აღდგომის დღეს ჩვენი ჯეჯილი ამობიბინებული იქნება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close