საზოგადოება

„თავი დაანებეთ დასავლეთის, აშშ-ს, მასონებისა და რუსების დადანაშაულებას – ასე მხოლოდ უჭკუობის ბოლო საფეხურზე მდგომი ხალხი იქცევა!“

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„სრულიად სერიოზულად, –

იმ სიბნელისა და გაუნათლებლობის დასაძლევად,
რაც ბადებს ბელადომანიას,
იდეოლოგიურ სირეგვენეს, – საფუძველს ილუზიებისა,
სხვის იმედად ყოფანს,
ერთმანეთის უპატივცემულობას,
შეურაცხყოფას,
გვერდითმდგომის იგნორირებას,
პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და
წესიერების – სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფუძის –
მასხრად აგდებას!
გეკითხებით:
საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური პირობები,
მისი ახალგაზრდების გამორჩეული გონებაგახსნილობა,
რომელსაც ხელისუფლებები ანადგურებენ და რყვნიან
ფსევდო-განათლებითა და იდეოლოგიური სიმახინჯით,
საოცრად ღრმა და გახსნილი ქართული კულტურა,
რატომ ვერ გახდა საფუძველი საქართველოს,
როგორც სახელმწიფოს განვითარებისა?!
რატომ არა ვართ შვეიცარია, ან ნიდერლანდები,
რომლებსაც არა აქვთ ასეთი პირობები, მაგრამ
ადამიანური გონიერების, თანხმობისა და მომავლისადმი პასუხისმგებლობის გრძნობით, შესაძლებელი გახდა იმის აგება, რაც მათ შეძლეს?!
იფიქრეთ ამაზე, ეძიეთ მიზეზი და აღმოაჩენთ იმას,
რასაც გაურბიხართ და თავს აფარებთ:
გაურბიხართ რეალობას, თავს აფარებთ ტყუილს და
ეს ყველაფერი უფრო გაბოროტებთ და ერთმანეთისადმი
პატივისცემას გაკარგვინებთ!
ავყია საჯარო გაუნათლებელი საუბრები სიჯიუტის ზღვარზე –
აი, ნიშანი იმ დეგრადაციისა, რაც დევს ტოტალური წარუმატებლობის საფუძველში!
თავი დაანებეთ დასავლეთის, აშშ-ს, მასონებისა და რუსების დადანაშაულებაში – ასე მხოლოდ უჭკუობის ბოლო საფეხურზე მდგომი ხალხი იქცევა!“ – წერს დემურ გიორხელიძე.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close