სხვადასხვა

როგორ მოქმედებს მზის დაბნელება ადამიანზე?

დღეს ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური მოვლენა  – მზის დაბნელება მოხდება. ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ დაბნელება ნაწილობრივი იქნება და მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს პოლარულ განედებზე გამოჩნდება, მაგრამ მეცნიერთა სხვა კატეგორიას მიაჩნია, რომ დაბნელება უკვალოდ არ ჩაივლის მთელი დედამიწის მკვიდრთათვის.

მზის დაბნელება დაახლოებით, ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდება. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ მგრძნობელობის გაზრდის გამო, მთელი დღის მანძილზე თავი უნდა შევიკავოთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისგან.

NASA-ს მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანებზე მზის დაბნელების ცუდი გავლენა  დადასტურებული არ არის, თუმცა ფიზიოლოგები მათ არ ეთანხმებიან. ისინი ამტკიცებენ, რომ როგორც კი მზის დისკოს მთვარე გადაეფარება, ჰიპერტენზიულ პაციენტებს არტერიული წნევა ეზრდებათ და სისხლძარღვები უვიწროვდებათ. ნერვული სისტემა მწყობრიდან გამოდის, შესაბამისად, მოსალოდნელია ძილთან დაკავშირებული პრობლემები და ხასიათის ცვლილება.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მზის დაბნელების დროს ორი ციური სხეული ერთ ხაზზე აღმოჩნდება და დედამიწაზე მათი გრავიტაციული გავლენა მაქსიმუმს აღწევს. შესაბამისად, ემოციური და ამინდზე დამოკიდებული ადამიანები აუცილებლად იგრძნობენ მზის დაბნელების გავლენას.

ენერგეტიკოსები ადამიანებს ურჩევენ, რომ მზის დაბნელების დროს გათავისუფლდნენ ყველაფრისგან,  რაც  ეხლს უშლით ( საგნები, ურთიერთობები, სამუშაო)

ჩვენი წინაპრები მზის დაბნელებას ცვლილებებისა და ფარული შესაძლებლობების გამოვლენის დროს უწოდებდნენ.

მათთვის, ვისაც კარმის არსებობის სჯერა, მნიშვნელოვანია ახსოვდეს, რომ მზის დაბნელებაზე კარმული რეაქცია თავს 19 წლის განმავლობაში იჩენს. მარტივად რომ ვთქვათ, ამ დღეს უმჯობესია ასჯერ გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ. ვინაიდან ემოციური ფონი დარღვეულია, გადაწყვეტილებების მიღება ხვალამდე გადაიტანეთ.

ბიოენერგეტიკის სპეციალისტები დაბნელების დროს თმისა და ფრჩხილების დაჭრას არ გვირჩევენ. ასტროლოგები კი ამტკიცებენ, რომ ამ დღეს სპირტიანი სასმელის მიღება და მოგზაურობა აკრძალულია.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close