საზოგადოება

„20-25 ლარიან ტესტებში 200 ლარს ართმევთ ხალხს.. ისინი ვინც გამარქაფებულები აკეთებთ ჟამიანობისას ფულს, ცხოველები ხართ“

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ლევან ადეიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„ჯერ მხოლოდ ფაქტები რასაც შევესწარი.

ჩემთან ერთად იწვა ორი დიაბეტიკი – ერთს 400 მეორეს 250 შაქარი.

ასევე მოიყვანეს ინსულტგადატნილი, რომელსაც ახალი ნიშნები პალატაში განუვითარდა.

გვერდით, სომეხი არკადი 84 სატურაციით.

და ესენი, ყველა გამოაძვრინა პროფესორმა კახა ჭელიძემ!

დიაბეტიკები ჩემთან ერთად გამოეწერნენ.

ინსულტიანი 96 სატურაციით უსიცხო ჩაბარა ნევროლოგებს, რომლებმაც უბრალოდ გადაიყვანეს მიმღებში, რადგან არაკოვიდგანყოფილებები არ იღებენ სხვა დაავადებაგამწვავებულ პაციენტებს და ადგილზე კოვიდ განყოფილებებშიც ჩამოსვლა-მიხედვითაც არ იკლავენ თავს, ამიტომ მიმღებში ჩაჰყავთ.

ყველაზ სიმპტომატური კახელის ამბავია ! კაცს სიცხე არ ქონია, უბრალოდ გაუჭირდა სუნთქვა და კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ მაქსიმუმ 24 ქულიდან 18 აჩვენა!! ანუ დაზიანება იყო დიდი!! სატურაცია 74.

ჩამოუყვანიათ პატრონებს და მიმღებში პირდაპირ შეუგდეს!! რადგან ტეტსის გავლა ვერ მოასწრეს ამიტომ.

ორი დღე 74 სატურაცინი კაცი ეწვათ მიმღებში და მხოლოდ ტესტის პასუხის მერე ამოწიეს პალატაში სადაც უკვე ინიშნება და მიდის მკურნალობა!!

ანუ თუ კოვიდი არ გაქვს და გეხურება ფილტვები, პალატა და მკურნალობა არაა!

გახდა ცუდად და გააქანეს ზევით ინტუბაციაზე, სადაც ისევ პროფესორი კახა ჭელიძეა მთავარი.

ხუთ დღეში უკან ჩამოიყვანეს !!! გამოაძვრინა ესეც!!

მოკლედ, ჩემი აზრით თუ რაიმე უსაშველო ავადობა არ ჭირს და დროზე მიიყვან, თითქმის ყველას გამოჯანმრთელება შეიძლება !!

მაგრამ რა უნდა ელაპარაკო კლინიკის მეპატრონეებს ამ უსირცხვილო, უტიფარ არაადამიანთა კლასს?

ერთი 4 ადგილიან პალატაში ჟანგბადის მიწოდება იყო გადაკეტილი და მეთორმეტე დღეს რომ მოვდიოდი ძლივს მოიყვანეს ხელოსნები და რაღაც კაკუნები დაიწყეს!!

ასე საჭირო ოთხი ადგილი უყურადღებობის თუ უთაურობის გამო მინიმუმ, 12 დღე მოცდა!!!!

უმცროსი მედპერსონალი, ოთხივე ცვლა ერთიმეორეზე უკეთესები ერთ დაძახებაზე იქვე !! ზრუნვა ყურადღება გამხნევება!

უმძიმესი სამუშაო, თანაც ჩემს იქ ყოფნაში ორი დაავადდა!! დანრჩენებში მოხდილები არიან და ზოგი თითქმის მიმკვდარუნებული სისუსტით, მაგრამ მუშაობს!

და მთავარი!

ხელფასი 400 ლარი!!!!!! ზოგს დაუმატეს 100 ლარი!!!!

იმ საჭიროების და სამუშაოს გათვალისწინებით, რასაც ისენი ასრულებენ, როცა მთელი სიმძიმე მათ მხრებზე გადადის, ესაა ცინიზმი და მონათმფლობელობა!!

ცალკე იმ კლინიკების მეპატრონეებს, ვინც ამ ეპიდემიის დროს იმის მაგიერ გვერდით დადგომოდით თქვენს ხალხს და ტომოგრაფია ანალიზებზე თუნდაც იმდენი გამოგერთვათ, რასაც შესრულებულ სამუშაოში აძლევთ ექიმებს თუ ექთნებს და დახარჯული მასალებისა, ანუ მიზერი!!

თქვენ 20-25 ლარიან ტესტებში 200 ლარს ართმევთ ხალხს ვინც კლინიკაში ვერ მოხვდა და არანაკლებ ავადაა!! ასევე 200 ლარს ხუთწუთიან ტომოგრაფიაზე და ეს იმ ფონზე თვითოეულ ავადმყოფზე ათასები რომ გერიცხებათ.

უმადურობა არაფერ შუაშია!! მე და ჩემისთანები ექთნებმა კახა ჭელიძის მსგავსმა პროფესიონალებმა და დასავლეთის თუ ბიუჯეტის მიერ გადმორიცხულმა თანხებმა გადაგვარჩინა.

ხოლო ისინი ვინც გამარქაფებულები აკეთებთ ჟამიანობისას ფულს, ცხოველები ხართ

მედპერსონალს და კახა ექიმს ჩემი სიყვარული და პატივისცემა!!“ – წერს ლევან ადეიშვილი

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close