მსოფლიო

რიგები ბენზინგასამართ სადგურებზე – აშშ-ში მოსახლეობა საწვავს იმარაგებს

კიბერთავდასხმის შედეგები – რა ხდება შტატებში, მილსადენზე ჰაკერების შეტევის შემდეგ. მოსახლეობა პანიკაშია, მოქალაქეები საწვავს ყიდულობენ. მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ობიექტების ნაწილს მარაგი ამოეწურა.

კიბერთავდასხმიდან მე-5 დღეს აღმოსავლეთ შტატებში, ფლორიდიდან ვირჯინიამდე ბენზინგასამართ სადგურებზე დიდი რიგები დადგა. ხალხი შიშობს, რომ მილსადენის გაჩერების შემდეგ საწვავის დეფიციტი იქნება.

“თითქმის 1 საათია რიგში ვდგავარ, პრობლემა აქვთ იქ, სადაც აღმოსავლეთ შტატებში საწვავი უნდა მოვიდეს,” – აცხადებენ ადგილობრივები.

მილსადენის მუშაობის შეჩერების გამო ვირჯინიის შტატმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გუბერნატორის განკარგულებაში ნათქვამია, რომ თუ დიდხანს გაგრძელდა მილსადენის მუშაობის შეჩერება საწვავის მიწოდების შეფერხებას გამოიწვევს.

ოფიციალური ვაშინგტონი კი აცხადებს, რომ ეს უსაფუძვლო შიშია, რადგან პრობლემა არ შეიქმნება.

აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, საწვავის მომარაგების საჭიროება არ დგას, ვინაიდან მილსადენი მუშაობას მალე განაახლებს.

კომპანია Colonial Pipeline-ზე კიბერთავდასხმა გახდა ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა სენატის საშინაო უსაფრთხოების კომიტეტის მოსმენაზე, რომელზეც ფედერალური მთავრობის წევრები ჰყავდათ მიწვეული. საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი კომიტეტის წევრებს კიბერუსაფრთხოების მოდერნიზების აუცილებლობაზე ესაუბრა.

წყარო: რუსთავი 2

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close