სხვადასხვა

სამი გიგანტი და წითელი ფული – ვანგას მთავარი პროგნოზები 2021 წლისთვის

ცნობილი ბულგარელი წინასწარმეტყველი ვანგა (ვანგელია პანდევა გუშტეროვა) 1996 წელს გარდაიცვალა, მაგრამ ადამიანები მის პროგნოზებს და წინასწარმეტყველებებს დღემდე  გაფაციცებით კითხულობენ. ვნახოთ ვანგას პროგნოზი 2021 წლისთვის.

2020 წლის შუა რიცხვებში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ვანგამ  კორონავირუსის გამოჩენა იწინასწარმეტყველა. მისი პროგნოზით, მეცნიერები კორონავირუსის სამკურნალო საშუალებას ერთი წლის შემდეგ გამოიგონებდნენ.

ნათელმხილველმა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უცნაური დაავადება უწინასწარმეტყველა, რომლის გამოც შეიძლება დაყრუვდეს და  ტვინის ტრავმა მიიღოს. ვანგამ ევროკავშირის ქვეყნებში მოსალოდნელი ტერორისტული აქტებისა და მსოფლიო კატაკლიზმების შესახებაც გაგვაფრთხილა. წინასწარმეტყველმა აღნიშნა, რომ 2021 წელს მსოფლიოს ძლიერი „დრაკონი“ შეიპყრობს. ვარაუდობენ, რომ საუბარია ჩინეთზე, რომელიც დღეს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სამხედრო სფეროშიც მოწინავე პოზიციებზეა.

„სამი გიგანტი გაერთიანდება და ზოგს წითელი ფული ექნება. მე ვხედავ რიცხვებს 100, 5 და ბევრ ნული ”- ამბობდა ვანგა 2021 წლის შესახებ.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ნათელმხილველი გულისხმობდა რუსეთს, ჩინეთს და ინდოეთს, ხოლო წითელი ფული 100 იუანი და 5000 რუბლი უნდა იყოს.

ნათელმხილველმა პოლარული ყინულის დნობის გამო მსოფლიო ოკეანეების დონის აწევაც იწინასწარმეტყველა.  ვანგას პროგნოზით, 2039 წლისთვის ბულგარეთი რუსეთს შეუერთდება, რომელიც იმ დროისთვის ჩინეთთან და ინდოეთთან იქნება ალიანსში.

ნათელმხილველმა აღნიშნა, რომ 2024 წლისთვის ევროპისა და აზიის უმეტეს ნაწილში მშვიდობისა და კეთილდღეობის ეპოქა დამყარდება, რომელიც ათასი წელი გაგრძელდება.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close