პოლიტიკა

პრობლემა და ტრაგედიაც, ისაა, რომ ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში, როცა სიკვდილ-სიცოცხლის რისკები ჩვენთან ძალიან ახლოს არის, ვიცლით, როლიდან არ გამოვიდეთ და გავაგრძელოთ პოლიტიკური კინკლაობა – მეგრელიშვილი

„პრობლემა იმაში კი არ არის, ვინ რა ჰკითხა და მინისტრმა რა უპასუხა, არამედ ის, თუ როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, მთელი ჩვენი პრობლემა და რაღაც თვალსაზრისით შეიძლება, ტრაგედიაც, ისაა, რომ ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში, როცა სიკვდილ-სიცოცხლის რისკები ჩვენთან ძალიან ახლოს არის, ვიცლით, როლიდან არ გამოვიდეთ და გავაგრძელოთ პოლიტიკური კინკლაობა, რასაც ათწლეულების განმავლობაში და განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში ისედაც ვაკეთებთ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი, როგორც ეს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა და იზიარებს თუ არა ის მმართველი გუნდის პრეტენზიებს, ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ განცხადება არაადეკვატური იყო.

„არ ვიცი, საღი აზრის ადამიანისთვის როგორ შეიძლება, აიხსნას პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის დღევანდელი დამოკიდებულება და ასეთი კრიზისის დროს პრეზიდენტისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილი“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close