საზოგადოება

„ჩვენი“ ღარიბაშვილის თითოეული საჯარო გამოსვლა გულში ლახვარია და ზურგში ბებუთი – რატი ამაღლობელი

როგორც ჩანს მისი „ძლიერი მხარე“ მხოლოდ ივანიშვილის ბრძანებებისა და შენიშვნების გულდასმით მოსმენაა, ისე რომ მას „მეორედ თქმა, არ დაჭირდეს“

რატი ამაღლობელი სოციალურ ქსელში წერს:

„როგორ ახერხებს ზელენსკი ერთანაირად სწორად და ზუსტად მიმართოს ერთი მხრივ კონგრესს, თემთა პალატას, ბუნდესტაგს და მეორე მხრივ რიგით ჯარისკაცს, ტყვეობიდან ახლად გათავისუფლებულ მელიტოპოლის ახლაგაზრდა მერს და ყველგან იყოს ერთანაირად გულწრფელი, დამაჯერებული და უშუალო, როცა „ჩვენი“ ღარიბაშვილის თითოეული საჯარო გამოსვლა გულში ლახვარია და ზურგში ბებუთი, როგორც ჩანს მისი „ძლიერი მხარე“ მხოლოდ ივანიშვილის ბრძანებებისა და შენიშვნების გულდასმით მოსმენაა, ისე რომ მას „მეორედ თქმა, არ დაჭირდეს“.

ღმერთო, მომასწარი ქვეყნის ისეთ ლიდერს, რომლის უკანაც არავინ არ დგას, მხოლოდ მისივე სინდისი და საკუთრი ქვეყანა. რა ვქნა, ეტყობა ომმა მეამიტი და ფათეტიკური გამხადა სურვილებში.“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close