სამართალი

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ავტომანქანაში ნაპოვნია თამარ ბაჩალიაშვილის წერილი – რა დაწერა მან გარდაცვალებამდე

პრაიმტაიმისთვის ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ ავტომანქანაში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, სამართალდამცველებმა ამოიღეს მის მიერ ოჯახისთვის დატოვებული წერილი.

„ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, – წერია ოჯახისთვის დატოვებულ წერილში.

„პრაიმატიმის“ ინფორმაციით, ავტომანქანიდან ამოღებულია სხვადასხვა ტიპის მედიკამენტი. ამოღებული ნივთმტკიცებულებების შესახებ „პრაიმტაიმი“ შსს-ს დაუკავშირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა სახის მტკიცებულებებზეასაუბარი.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა დღეს თეთრიწყაროში მწყემსმა იპოვა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close