საზოგადოება

ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა უფრო მძიმე იქნება, ვიდრე პირველი იყო – მარინა ენდელაძე

ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა უფრო მძიმე იქნება, ვიდრე პირველი იყო. ამის შესახებ “დღის კურიერში” ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ ისაუბრა.

“ზოგადად უკვე შეიმჩნევა, რომ სერიოზული ზრდა იქნება და მე ვფიქრობ, მეორე ტალღამ შეიძლება პირველს გადააჭარბოს, თუ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ იქნება.

ბოლო პერიოდში, ძალიან გავთამამდით და მოსახლეობას ჰგონია, რომ ეს დაავადება ნაკლებად მძიმე დაავადებაა. თუ ასე გვავაგრძელეთ, დამერწმუნეთ ეს გამოიწვევს საგანგაშო შედეგს. ის, რომ ჩვენ ასეთი კარგი სტატისტიკა გვქონდა, თუნდაც 16 გარდაცვლილი, ძალიან კარგი სტატისტიკაა, ეს არის ყველას დამსახურება, ვინც წესებს იცავდა, ამასთან ეპიდემიოლოგების და მთავრობის,”- განაცხადა დღის კურიერში” მარინა ენდელაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close