სამართალი

პოლიციელი, რომლის გასროლასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, თავისუფალია

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, პოლიციელი, რომლის გასროლასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, თავისუფალია.

მას საქალაქო სასამართლომ 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალი შეუმსუბუქდა და საპატიმრო 1 წელსა და 3 თვეში დატოვა.

“რადიო თავისუფლების” ექსკლუზიური ინფორმაციით, პოლიციელი სოსო გაბრიაძე ციხიდან დაკავებიდან 15 თვეში, 2021 წლის ივლისში გაათავისუფლეს.

რა ფაქტობრივ გარემოებებს დაეყრდნო სასამართლო სასჯელის შემსუბუქებისას უცნობია, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი რადიო თავისუფლებისთვის ხელმიუწვდომელია.

მომღერალ თიკა მახალდიანის დედა, 2020 წლის 19 აპრილს, აღდგომის დღეს, საკუთარ სახლში იმ დროს დაიღუპა, როცა ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის აივნიდან ნასვამი პოლიციელი უმისამართოდ ისროდა. ტყვიამ დაახლოებით 600 მეტრით დაშორებულ კორპუსამდე მიაღწია და სახლში მყოფ თამარ ანთელავას თავში მოხვდა, ის ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარზე შსს-ს, ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტის თანამშრომელი, სოსო გაბრიაძე დააკავეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close