პოლიტიკა

კობახიძე არის ტრაგიკული მოვლენა ქართული სახელმწიფოსთვის – მელია

“ბატონი კობახიძე არის ტრაგიკული მოვლენა ქართული სახელმწიფოსთვის. ადამიანი, რომელსაც ერთი სიტყვა არ წამოსცდება სახელმწიფოებრივი, ადმიანი, რომელსაც ერთი სიტყვა არ წამოსცდება არც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არც პენსიაზე, არც ახალგაზრდების ყოფაზე, არც განათლებაზე, არც რეფორმაზე, არც ხელოვნებაზე, არც კულტურაზე, 24 საათის განმავლობაში საუბრობს დევნაზე, დაპატიმრებაზე და შევიწროვებაზე. ასეთი რეჟიმი, როდესაც ზამბარას მის ხელში ჭიმავს, რა ხდება ჩემზე კარგად იცის”, – ასე გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას მელია.

შეგახსენებთ, კობახიძემ განაცხადა: “ჩვენ შეთანხმებაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე. გზა აქეთკენ შეიძლება, იყოს სხვადასხვა. მგონია, რომ მთავარი გზა, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს პოლარიზაციის ხარისხის არსებით შემცირებამდე, არის იმ პოლიტიკური ძალის დასუსტება, რომელიც დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სამომავლოდ ეს პოლიტიკური ძალა მაქსიმალურად დასუსტდეს. ტენდენცია არის ძალიან კარგი, ტემპიც ძალიან კარგია. მორღვევა, მოშლა – პროცესები, რომლებიც მათ პარტიაშია, უნდა გაგრძელდეს, ეს პარტია უნდა დასრულდეს. ეს არის გზა პოლარიზაციის დაძლევისკენ. მათ შორის ეროვნული თანხმობაც იქნება ბევრად მარტივი იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკური სისტემის ნაწილი არ იქნება დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა”.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close