სხვადასხვა

პირველი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ

1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით, 230 000-ზე მეტი ბავშვი მიიღებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია აცხადებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის მოადგილემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევა შეაფასა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები მიმართულია ბავშვთა კეთილდღეობის გაზრდაზე, ოჯახების გაძლიერებასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

„2022 წელს, სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი დახმარება 50 ლარით გაიზარდა და 150 ლარი შეადგინა. 2023 წლის 1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ. პროგრამის ბიუჯეტი 500 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას კი, დაახლოებით, 230 000-ზე მეტი ბავშვი მიიღებს. გაიზარდა შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემელიც. 2023 წლიდან, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისა და შშმ სტატუსის მქონე ბავშვებისთვის, სოციალური პაკეტი 65 ლარით გაიზარდა და 340 ლარით განისაზღვრა.

ბავშვთა კეთილდღეობა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მსგავსი ტიპის სოციალური გასაცემელი 2012 წლამდე არ არსებობდა, დღეს მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close