Sliderპოლიტიკა

უცნაურად ჩანს იმ 4 ინდივიდის დაცვა, რომელთა შესახებაც არსებობს კორუფციაში ჩართლობის სარწმუნო ინფორმაცია – დეგნანი

უცნაურად ჩანს იმის თქმა, რომ სოლიდარულები ხართ მოსამართლეების იმ 4 ინდივიდის დაცვით, რომელთა შესახებაც კორუფციაში ჩართლობის სარწმუნო ინფორმაცია არსებობს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოს კელი დეგნანმა განაცხადა.

„არავითარი შეცდომა არ არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო პროგრამებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს პროგრემები ღიაა მოსამართლეებისთვის, რომლების არიან კვალიფიციურები, რომლებსაც აქვთ დრო მონაწილეობის მისაღებად და რომლებიც მიიღებენ სარგებელს ამ პროგრამისგან იმგვარად, რომ ახალ გამოცდილებას საკუთარ სასამართლო დარბაზებში გამოიყენებენ. ჩვენ არასდროს გამოგვიძახებია მოსამართლეები ან მოგვითხოვია მოსამართლეებისგან, ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ცალსახად არის მცდარი ინფორმაციის შედეგი. ჩვენ გვქონდა ძალიან პოპულარული და წარმატებული გაცვლითი პროგრამა, რაშიც ბევრი ქართველი მოსამართლე მონაწილეობდა და რეალურ სარგებელსა და სიამოვნებას იღებდა.

რაც უცნაურად ჩანს, არის იმის თქმა, რომ ხართ სოლიდარულები მოსამართლეების, რომელთა უმეტესობა უკიდურესად პროფესიონალია და სურს თავისი საქმის გაკეთება კანონის შესაბამისად, იმ 4 ინდივიდის დაცვით, რომელთა შესახებაც არსებობს კორუფციაში ჩართლობის სარწმუნო ინფორმაცია. ეს არ არის დაცვა, ეს არ არის სოლიდარობა პროფესიონალი მოსამართლეების მიმართ, იმ პირების დაცვა, ვინც ჩართულები იყვნენ კორუფციაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close