სამართალი

„პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე” – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა შსს-ს ახალი მტკიცებულებები გადასცა

ახალი მტკიცებულებები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში – გარდაცვლილი გოგოს ჩანაწერი, სიტყვებით “პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე” და სავარაუდოდ, ახალი კოდები და პაროლები სულ ცოტა ხნის წინ ოჯახმა და მისმა ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცეს.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი არ აკონკრეტებს, სად იპოვეს წერილი, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ფურცელი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში არ ყოფილა.

როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, წერილს ჩაუტარდება ექსპერტიზა და დადგინდება, ვის მიერაა დაწერილი.

„ექსპერტები იყვნენ მოსულები. ყველაფერი გადავეცით, რაზეც ჩატარდება ექსპერტიზა, დადგინდება, ვის მიერაა შესრულებული ეს პატარა ჩანაწერი, რომელიც გასაჯაროვდა. შესაბამისად, “ბლოკნოტზეც” ჩატარდება კალიგრაფიული ექსპერტიზა და გამოყენებული იქნება ის კოდები და პაროლები, რაც არის მითითებული. აბსოლუტურად ყველაფერი რაც ჩემს ხელთ იქნება, მოვიძიებ, გადავამოწმებ, შევაჯერებ და რა ინფორმაციაც ჩემს ხელთ იქნება, რაც გამოძიებას გამოადგება და გამოყენებული არ იქნება საწინააღმდეგოდ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაფერს მივცემ“,- განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ჟურნალისტმა გიორგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა.

“გამოძიებისთვის უცნობი ახალი ფაქტები მოვიპოვეთ თამარ ბაჩალიშვილის საქმიდან, რომელთაგან ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ ერთს ვასაჯაროვებ… “პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე” – ეს არის თამარ ბაჩალიაშვილის ერთადერთი ბოლო ფრაზა, რომელიც მან ფურცელზე დაწერა. აქვე წერია ციფრი – “15”… ვის წინაშე ან რატომ იყო კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი უძლური? რა ინფორმაცია ჩაუვარდა მას ხელში?”, -წერს კაპანაძე, რომლის პოსტსაც თან ერთვის შესაბამისი წარწერით ფოტოსურათი.

ipn.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close