სამართალი

თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს

12 აგვისტოს, გვიან ღამით, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი გააუპატიურეს.

დაზარალებული 17 წლის გეი ბიჭია, რომელიც იქ თავის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

ის რადიო თავისუფლებას მოუთხრობს, რომ იმ ღამით, მეგობრებთან ერთად დალია, მერე კი მარჯანიშვილის მოედნიდან ცირკთან წავიდა სხვა მეგობრების მოსანახულებლად.

მისვლიდან მალევე, ბიჭი ცუდად გახდა, გულის რევის შეგრძნება ჰქონდა და ტყეში შევიდა. იქ მას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა, ხელი ჩასჭიდა და კოცნა დაუწყო.
„ვუთხარი, რომ ცუდად ვიყავი და თავი დაენებებინა, მაგრამ არ მომეშვა. მერე რა მოხდა, აღარ მახსოვს, რადგან გონება დავკარგე. როცა თვალი გავახილე, ცოტა ზემოთ, ტყის სიღრმეში, შიშველი ვეგდე ხესთან, კაცი გარბოდა და ჩემი მეგობრები გინებით მისდევდნენ. ცხადია, მაშინვე პოლიციას მივმართე“, – მოგვითხრობს დაზარალებული.

მისი სიტყვებით, მას სხეული რამდენიმე ადგილას აქვს დაზიანებული.

„მინდა, რომ მოძალადე სამაგალითოდ დაისაჯოს“, – ამბობს ის.

როგორც შსს-დან გვაცნობეს, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს და ახლა გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 137 მუხლის 1 ნაწილით, გაუპატიურები მუხლით, რომელიც ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

წყარო: radiotavisupleba.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close