პოლიტიკა

პარლამენტიდან რადიკალური ოპოზიციის გასვლა ტრაგედია არ იქნება – ზარქუა

მათი [„ნაციონალური მოძრაობა“] ერთი ინიციატივა გამახსენეთ, რომელიც საზოგადოების საჭიროებებზე იყო მორგებული. არა; ყველა მათი ინიციატივა იყო ან ქაოსზე აქცენტირებული, ან სააკაშვილის თემაზე აქცენტირებული, ან ჩაშლაზე, ან პიკეტირებაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„არაერთხელ ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი. ხან გავიდნენ, მერე შემოვიდნენ, მერე სიები ჩახსნეს, მერე სიების აღდგენას გვთხოვდნენ. მათი ერთი ინიციატივა გამახსენეთ, რომელიც საზოგადოების საჭიროებებზე იყო მორგებული. არა; ყველა მათი ინიციატივა იყო ან ქაოსზე აქცენტირებული, ან სააკაშვილის თემაზე აქცენტირებული, ან ჩაშლაზე, ან პიკეტირებაზე. მგონია, რომ პარლამენტიდან რადიკალური ოპოზიციის გასვლა ტრაგედია არ იქნება. სამწუხარო იქნება, მაგრამ არა ტრაგედია“, – განაცხადა ზარქუამ.

უმანდატო პოლიტიკოსები, დეპუტატებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის ოპოზიციის ნაწილი ისევ ერთიანობაზე და მანდატების დათმობაზე ალაპარაკდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close