საზოგადოება

დაგვდოს პატივი და შეგვხვდეს, ჩვენ მას ვთხოვთ გამოიყენოს თავისი უფლება ნიკა გვარამია შეიწყალოს – ჟიჟილაშვილი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

არ ვიცი რა რეაქცია ექნება თვითონ ნიკას, მან ითხოვა, რომ ჩვენ ეს არ გაგვეკეთებინა, მაგრამ ჩვენ მივიჩნევთ, რომ ახლა უყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ და ეს არის ერთ ერთი ბერკეტი, რომელიც მთავარი კრიტიკული არხის მედიამენეჯერს და ფიგურას ქვეყანაში, რომელმაც ძალიან ბევრი იბრძოლა თითოეული თქვენგანისთვის და აუდიტორიისთვის სწორი, გასაგები და თავისუფალი სივრცეების შექმნისთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანი იყოს გარეთ

ნიკა უნდა იყოს გარეთ და ყველამ იცოდეს , რომ ნიკა იქნება გარეთ, ეს არის გარდაუვალი ამბავი და რაც მალე გაკეთდება, მით უკეთესი ყველასთვის – განაცხადა ჟურნალისტმა, ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა აშშ-ს საელჩოში გამართული შეხვედრის შემდეგ.

“ჩვენ მოვსინჯავთ ყველა რესურსს, რომ ნიკას ჰქონდეს დახმარება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ნიკა დროზე დაუბრუნდეს თავის ტელევიზიას. ჩვენ ვიცით, რომ თვითონ ნიკა გვარამიას არანაირი სურვილი არ აქვს, სთხოვოს შეწყალება, მაგრამ ამას გავაკეთებთ ჩვენ აუცილებლად, უახლოეს ხანებში, უახლოეს საათებში, მივმართავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ქვეყნის პრეზიდენტს, რომ დაგვდოს პატივი და შეგვხვდეს წარმომადგენლობას მედიისას და ჩვენ მას ვთხოვთ, ჩათვალეთ, რომ ეს არის უკვე მიმართვა, ჩვენ მას ვთხოვთ რომ გამოიყენოს თავისი უფლება ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. არ ვიცი რა რეაქცია ექნება თვითონ ნიკას, მან ითხოვა, რომ ჩვენ ეს არ გაგვეკეთებინა, მაგრამ ჩვენ მივიჩნევთ, რომ ახლა უყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ და ეს არის ერთ ერთი ბერკეტი, რომელიც მთავარი კრიტიკული არხის მედიამენეჯერს და ფიგურას ქვეყანაში, რომელმაც ძალიან ბევრი იბრძოლა თითოეული თქვენგანისთვის და აუდიტორიისთვის სწორი, გასაგები და თავისუფალი სივრცეების შექმნისთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანი იყოს გარეთ. მიუხედავად იმისა, რა ტიპის სხვადასხვაობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ გემოვნებაში, შეხედულებებში, თუ სამოქმედო ჟურნალისტურ სივრცეებში” თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close