საზოგადოება

ფორმატი იყო დახურული, შესაბამისად დეტალებზე ვერ ვისაუბრებ – “ფორმულას” დირექტორი აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შესახებ

ფორმულას გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ საქართველოში აშშ ყოველთვის იქნება სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე.

ეს განცხადება გუმბარიძემ აშშ-ს ელჩსა და კრიტიკული მედიების წარმომადგენლებს შორის, ნიკა გვარამიას პატიმრობის საქმეზე გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

“აშშ-ს საელჩოს განცხადება იყო აბსოლუტურად სწორი აქცენტებით, რომელიც ძალიან მალე ვიხილეთ ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ. დღევანდელი ფორმატი იყო დახურული, შესაბამისად მე დეტალებზე ბევრს ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დღეს საელჩოდან გამოსვლის შემდეგ ზუსტად ვიცი და ვგრძნობ, რომ ამ ქვეყანაში ამერიკა ყოველთვის იქნება სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე და ყოველთვის შეეცდება, რომ ქვეყანა ნორმალური დემოკრატიული კურსით განვითარდეს”, – აღნიშნა გუმბარიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close