მსოფლიო

ორჯერ ვაქცინირებულთა 99.99 პროცენტში კორონავირუსის გართულება ან ვირუსით გარდაცვალება არ დაფიქსირებულა – აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ორჯერ ვაქცინირებულთა 99.99 პროცენტში „კოვიდ-19“-ით დაავადების გართულების, ჰოსპიტალიზების ან სიკვდილის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, 2 აგვისტოს მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა 164 მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული, მათგან 0.001%-ზე ნაკლები, ანუ 1 507 ადამიანი გარდაიცვალა და 0.005%-ზე ნაკლები, ანუ 1 701 ადამიანი დაინფიცირდა.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, გართულებების 74% 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში დაფიქსირდა. 1 500 გარდაცვლილიდან კი, ყოველი მეხუთეს დაღუპვის მიზეზი სხვა დაავადება იყო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close