პოლიტიკა

„ეს ტრაგედია ქოცებს უნდა შეეტენოთ“ – სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი facebook-გვერდი გატეხეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „იმედინიუსის“ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და მომხდარს მისი ფეისბუქის გატეხვას უკავშირებს:

“სუსმა, როგორც ჩანს, მოახერხა მაინც ჩემი პეიჯის გატეხვა, უკვე მეორეჯერ, რაღაც სრულიად გაურკვეველი ტექსტით.

ახლა მივწერე Facebook-ს რომ დამატებით დაცვები დაამატოს.

მაინც არაფერი არ გამოგივათ მეგობრებო, არც ერთ ამ თემაზე, რომელზეც ახლა ნერვიულობთ.”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ პოსტი დაწერა, რომელიც მალევე წაშალა. პოსტში ყოფილი პრეზიდენტი წერდა, რომ ახალი მძლავრი კამპანიაა საჭირო, სახელწოდებით – „ივანიშვილი გკლავს“.

„როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და ქოცებს დამსახურებულად შეეტენოთ, რადგან რეალურად ეს მათი ბრალია. ეს იქნება საბოლოო და შეუვალი განაჩენი, 15 000 ადამიანი დაგვეღუპა აფხაზეთში, აქ თვეში 1000 კაცზე და მეტზე გავალთ. მოკლედ, მძლავრი კამპანია გვჭირდება ,,ივანიშვილი გკლავს“ ეგეთ სტილში“, – წერდა სააკაშვილი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close